კარლო ანჩელოტიმ "ევერტონს" ინსინიეს შეძენა სთხოვა

AutoSharing Option
"ევერტონის" ახალმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის ხელმძღვანელობას "ნაპოლის" თავდამსხმელ ლორენცო ინსინიეს შეძენა სთხოვა, - იუწყება Le10Sport-ი.

28 წლის ფორვარდს ნეაპოლელი ტიფოზები აკრიტიკებენ, ამით უნდა ანჩელოტიმ ისარგებლოს და თავის გუნდში გადაიბიროს. ინსინიეს რამდენიმე სეზონია გუნდის გამოცვლა სურს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი არ უშვებს.

ინსინიეს სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა, ამ სეზონში კი 19 მატჩში 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული