"ლივერპულმა" ზედიზედ მეათედ იმარჯვა - "ვულვზს" გოლი არ ჩაუთვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-20 ტურში "ლივერპულმა" სახლში "ვულვერჰემპტონს" 1:0 სძლია.

გოლი 42-ე წუთზე სადიო მანემ გაიტანა - მას ინგლისის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსე სეზონში 10+ გოლი გააქვს.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის დასასრულს "ვულვზის" თავდამსხმელმა პედრუ ნეტუმ  გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ ჩათვალა, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

"ლივერპული" 55 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ლესტერს" 13 ქულით უსწრებს, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 3 იანვარს "შეფილდ იუნაიტედს" უმასპინძლებს.

"წითლებმა" ჩემპიონატზე მიჯრით მეათე გამარჯვება იზეიმა და ბოლო 37 მატჩში არ
დამარცხებულა - ამას გარდა, "ენფილდზე ბოლო 50 შეხვედრიდან 40 მოიგო და 10 ფრედ დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული