The Athletic-ის ჟურნალისტმა ჯეიმს პირსმა "ლივერპულს" "ლიVARპული" უწოდა.
პრემიერლიგის მე-20 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ვულვერჰემპტონი" 1:0 დაამარცხა, 45+4-ე წუთზე კი მსაჯმა "ვულვზის" თავდამსხმელ პედრუ ნეტუს გოლი არ ჩათვალა, რადგან ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ დაასკვნა, რომ საგოლე შეტევის მომენტში სტუმართა გუნდის მცველი ხონი კასტრო თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"ვულვერჰემპტონის" მწვრთნელმა ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ ნამატჩევს განაცხადა, რომ მსაჯებმა გადაწყვეტილება არ უნდა შეცვალონ და მოედნის მიღმა მყოფმა ვიღაცებმა ამაზე გავლენა არ შეიძლება მოახდინონ.