
"ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავდამსხმელ ჰარი კეინის ტრავმაზე გააკეთა კომენტარი.
"ჯერ არ ვიცი, რამდენად რთულია კეინის ტრავმა. შესაძლოა, დღეს შევიტყო. თუმცა, უფრო ცუდ ამბავს ველი, ვიდრე კარგს. სიტუაცია მარტივი არ არის", - განუცხადა მოურინიომ ESPN FC-ის.
კეინმა ტრავმა "საუთჰემპტონთან" მატჩში მიიღო და 5 იანვარს ინგლისის თასზე "მიდლსბროსთან" ვერ ითამაშებს.
"ახალი გამაჯანსაღებელი მეთოდი" - რა უნდოდა დათოვლილ ლაპლანდიაში ჰარი კეინს [VIDEO]