"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები დარწმუნებულები არიან, რომ გუნდის ნახევარმცველი პოლ პოგბა კლუბს ზაფხულში დატოვებს, იტყობინება The Times.
წყაროს ცნობით, "წთეი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის აგენტის მინო რაიოლას საქციელით აღშფოთებულია. "მანჩესტერ იუნაიტედში" მიიჩნევენ, რომ რაიოლა ცდილობს პოგბას სხვა გუნდში გადასვლა დააჩქაროს.
ადრე რაიოლმა ინგლისური კლუბი მწვავედ გააკრიტიკა.