"ლივერპულმა" "ევერტონს" თასზე დუბლებით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის მესამე რაუნდში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ევერტონს" დუბლებით 1:0 მოუგო და 1/16-ფინალში გავიდა.

გამარჯვების გოლი 18 წლის ნახევარმცველმა კერტის ჯონსმა 71-ე წუთზე გაიტანა. ეს მის კარიერაში პირველი გოლია და რობი ფაულერის შემდეგ ლივერპულურ დერბიში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

"ევერტონს" უკანასკნელად "ენფილდზე" გამარჯვება 20 წლის წინ ჰქონდა მოპოვებული და ვერც ამჯერად იმარჯვა.

მასპინძელთა გუნდში იაპონელი თავდამსხმელის, ტაკუმი მინამინოს დებიუტი შედგა.

მე-9 წუთზე ტრავმა მიიღო "ლივერპულის" ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა და 19 წლის ფორვარდმა იასერ ლარუსიმ შეცვალა, რომლისთვისაც ეს "წითლებში" ჩატარებული
პირველი მატჩი იყო.

იურგენ კლოპის გუნდმა ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო, საერთო ანგარიშით 11:1. კლოპმა მერსისაიდულ დერბიში 1973-83 წლებში ბობი პეისლის მიერ დამყარებული 10-მატჩიანი წაუგებელი რეკორდი გაიმეორა.

"ევერტონმა" ახალი მენეჯერის, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, ორი მოგების შემდეგ მიჯრით მეორე შეხვედრა წააგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული