"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა ჯესი ლინგარდმა აგენტთან, მინო რაიოლასთან გააფორმა კონტრაქტი, - იტყობინება Sky Sports-ი.
27 წლის ინგლისელს მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს.
აქვე გეტყვით, რომ რაიოლა, ლინგარდის გარდა, პოლ პოგბას აგენტიცაა. რაიოლას "მანჩესტერ იუნაიტედთან" ცუდი ურთიერთობა აქვს და კლუბის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა.