სხვადასხვა პორტუგალიური გამოცემის მიხედვით, ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში ძალიან ახლოსაა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 25 წლის ფერნანდეშმა "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და ხელფასის სახით წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს.
ტრანსფერის ბოლო ეტაპი თანხაზე შეთანხმებაა. პორტუგალიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვენ, მანჩესტერში კი ფასის დაკლებას იმედოვნებენ.
ბრუნო ფერნანდეში "სპორტინგის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს, როცა დედაქალაქურ კლუბს "სამპდორიადან" შეუერთდა. ფერნანდეშს პორტუგალიის ჩემპიონატში 81 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავი 39-ჯერ გამოიჩინა. პორტუგალიის ეროვნულ ნაკრების მაისური 19-ჯერ მოირგო
და 2 გოლის გატანა მოახერხა.