"მანჩესტერ იუნაიტედისა" და არგენტინის ნაკრების მეკარე სერხიო რომერო "წითლების" ბაზასთან ახლოს ავარიაში მოყვა და ძვირად ღირებული "ლამბორჯინიც" დაამტვრია.
ავარია დღეს, 20 იანვარს მოხდა, ბაზისკენ მიმავალ გზაზე. მართალია, შემთხვევის მიზეზები უცნობია, თუმცა, რაც მთავარია, თავად მეკარე არ დაშავებულა.