არსენ ვენგერი: "არსენალმა" სული "ჰაიბერიზე" დატოვა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მწუხარებით გაიხსენა "მეთოფეების" ყოფილი არენა "ჰაიბერი".

"ჩემი ხელმძღვანელობის დროს დავტოვეთ "ჰაიბერი". ის "ენფილდს" ჰგავდა, იქ სული ბუდობდა. ჩვენ ახალი სტადიონი ავაშენეთ, თუმცა საკუთარი სული ვეღარ ვიპოვეთ - ის "ჰაიბერიზე" დავტოვეთ.

ჩვენ მისი აღდგენა არ შეგვეძლო. მოედანსა და ტრიბუნებს შორის უფრო დიდი დაშორება უნდა ყოფილიყო, სასწრაფო დახმარების მანქანებს მოძრაობა რომ შეძლებოდათ. ტრიბუნების დახრილობაც უფრო მცირე უნდა ყოფილიყო.

ეს მცირე დეტალები, რომელთა აღდგენაც ვერ შევძელით, საკმარისი გახდა სულის დასაკარგად", - უთხრა ვენგერმა beIN Sports-ს.

"ჰაიბერი" 2006 წელს დაანგრიეს.
ლონდონური კლუბი მის მინდორზე 1913 წლიდან გამოდიოდა. დანგრევის შემდეგ "არსენალი" "ემირეითსზე" გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული