ლონდონის "არსენალის" ყოფილ მთავარ მწვრთნელთან ერთად გულშემატკივრებმა ფოტო დოჰას პლაჟზე ნოემბერში გადაიღეს და უნდა ვთქვათ, რომ 70 წლის არსენ ვენგერი ბევრი ფეხბურთელისთვის შესაშურ ფორმაშია.
კარგ ფორმაში ყოფნის საიდუმლო კვების იაპონურ წესსა და ყოველდღიურ ვარჯიშშია.
ტკბილეულებიდან ვენგერი მხოლოდ შოკოლადს მიირთმევს, ალკოჰოლიდან - ღვინოს. ლუდი პირველად 36 წლის ასაკში დალია და დიდი მოყვარული არ გახლავთ.
ადრე არსენ ვენგერი ჰყვებოდა:
"ჩემი მოვალეობის ნაწილად მიმაჩნია, რომ ვასწავლო და ვაჩვენო ადამიანებს, რომ რასაც მათგან ვითხოვთ, იმის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია. პირადი მაგალითის ჩვენება ეს ის ერთ-ერთი
რამ არის, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი. მე თამაშისთვის ზუსტად ისე ვემზადები, როგორც ფეხბურთელი. შეხვედრამდე 48 საათით ადრე არასდროს გავდივარ ქალაქში, არც სასადილოდ ან რამე მსგავსი მიზნით. მე, უბრალოდ მატჩისთვის ვემზადები იმდენად კარგად, რამდენადაც შემიძლია. შესაძლოა, ბევრ ფეხბურთელზე უკეთაც კი."