"ჰადერსფილდის" ყოფილ ფეხბურთელს სიკვდილამდე სცემეს

AutoSharing Option
"ჰადერსფილდის" ყოფილი ნახევარმცველი ჯორდან სინოტი გუშინ, 25 იანვრის საღამოს გარდაიცვალა, რისი მიზეზიც ქალაქ რეტფორდის ერთ-ერთი პაბში მომხდარი ჩხუბი იყო, რომლის დროსაც ფეხბურთელი სასიკვდილოდ გაიმეტეს.

25 იანვრის ღამით სინოტი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, მას თავის ქალა ჰქონდა გატეხილი. ახალგაზრდა, 25 წლის მოთამაშე საავადმყოფოში მიყანისთანავე გარდაიცვალა.

ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და უკვე დაკავებულია 27 წლის მამაკაცი, რომელიც სინოტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ჩხუბში კიდევ ორი ადამიანი დაშავდა - 27 წლის კაცს ცხვირი აქვს გატეხილი, 44 წლის მამაკაცს კი ყბა.

სინოტი "ჰადერსფილდის" რიგებში
2012-15 წლებში თამაშობდა. ბოლო დროს საფეხბურთო მიღწევებით გამორჩეული არ გახლდათ და მეშვიდე დივიზიონის კლუბს "მეთლოქ თაუნში" იყო განათხოვრებული.


მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული