"შრუსბერის" მწვრთნელი: "ლივერპულის" დამარცხება შეგვეძლო, მაგრამ "ენფილდზე" თამაში გვინდოდა...

AutoSharing Option
ინგლისის თასის 1/16-ფინალში პირველი ლიგის (რანგით მესამე დივიზიონია) "შრუსბერიმ" საკუთარ მოედანზე ფრეს (2:2) მიაღწია "ლივერპულთან" და 4 თებერვალს გადათამაშება "ენფილდზე" გაიმართება. ნამატჩევს "შრუსბერის" მწვრთნელმა სემ რიკეტსმა კომენტარი გააკეთა.

"ენფილდზე" თამაში ფანტასტიკაა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მოგება შეეძლოთ, მაგრამ ეტყობა, "ენფილდზე" გაგზავრება სურდათ... ეს გულშემატკივრებისთვის და კლუბის პრეზიდენტისთვის შესანიშნავია, ახალი ფეხბურთელების დამატებას და პირობების გაუმჯობესებას შევძლებთ.

როდესაც ჩვენი პრეზიდენტი კლუბს 24 წლის წინ ჩაუდგა სათავეში, 1-მილიონფუნტიანი ვალი გვქონდა, ახლა კი მიწის საკუთარი ნაკვეთი და სავარჯიშო ბაზა გვაქვს, ინვესტიციების განხორციელება და ინფრასტრუქტურის მოწყობა
ძალგვიძს", - განუცხადა რიკეტსმა BBC-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული