იურგენ კლოპი: პრემიერლიგა პატივს არ გვცემს და "შრუსბერისთან" U23 ითამაშებს

AutoSharing Option
ინგლისის თასის 1/16-ფინალში "ლივერპული" გასვლაზე "შრუსბერის" დაუზავდა (2:2) და გადათამაშება 4 თებერვალს "ენფილდზე" გაიმართება. ამის გამო "წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა უკმაყოფილება ვერ დამალა.

"2019 წლის აპრილში პრემიერლიგისგან წერილი მივიღეთ, რომ პატივი გვეცა ზამთრის შესვენებისთვის და არ მოგვეწყო ამხანაგური მატჩები. ჩვენ ამას პატივს ვცემთ.

ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ ზამთრის შესვენება გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადათამაშებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ახალგაზრდული გუნდი ითამაშებს.

თუ ფეხბურთის ასოციაცია ამას პატივს არ სცემს, ჩვენ ვერაფრის შეცვლას ვერ შევძლებთ. იქ ჩვენ არ
ვიქნებით. მე არ ვიქნები. გუნდს U23-ის მწვრთნელი ნილ კრიტჩლი უხელმძღვანელებს", - განუცხადა კლოპმა Goal-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული