ზინჩენკო ბოდიშს იხდის

AutoSharing Option
პრემიერლიგის 25-ე ტურში "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და 2 უპასუხო გოლის სხვაობით სძლია.

საინტერესოა, რომ გოლები მას შემდეგ გაუშვეს სტუმრებმა, რაც მათი 23 წლის ნახევარმცველი ალექსანდრ ზინჩენკო მსაჯმა გააძევა.

ფეხბურთელმა "სიტის" მარცხი თავის გაძევებას დააბრალა: "რა თქმა უნდა, ჩემი ბრალია. მინდა ბოდიში მოვიხადო მთელი გუნდისა და გულშემატკივრების წინაშე."

"ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იქნება. ერთადერთი, რაც შემიძლია დაგპირდეთ, ისაა, რომ იმაზე მეტად ვიშრომებ, ვიდრე ოდესმე."

ზინჩენკოს განცხადებამდე "სიტის" მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ალექსანდრის გაძევება საბედისწერო აღმოჩნდა მისი გუნდისთვის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული