"შრუსბერის" მწვრთნელი: "ლივერპულის" ძირითადი გუნდის 1 ფეხბურთელის მოედანზე ყოფნა 10-15 წლის საქმეს გაგვიკეთებდა...

AutoSharing Option
"შრუსბერის" მთავარმა მწვრთნელმა სემ რიკეტსმა იმედგაცრუება ვერ დამალა შემოსავლების შემცირების გამო, რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ ინგლისის თასის  მე-4 რაუნდის საპასუხო მატჩში "ლივერპული" ახალგაზრდული გუნდით წარდგება და ძირითადი გუნდიდან არავის ათამაშებს.

"უდიდესი გავლენა ექნებოდა ამ ფულს ჩვენთვის. შემოსავლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი კლუბისათვის, რომელიც საკუთარი თავი შენახვას ცდილობს. "შრუსბერი" კი სწორედ ასეთი კლუბია.

თუ "ლივერპულის" ძირითადი გუნდიდან 1 ფეხბურთელი მაინც ითამაშებს, შეგვიძლია 100 000-ის ნაცვლად 600 000 გამოვიმუშაოთ. ეს კი 10-15 წლის საქმეს გაგვიკეთებდა. ეს ფული ჩვენს სტადიონს უკეთესს გახდიდა ან
ფეხბურთელის შეძენაში დაგვეხმარებოდა.  "შრუსბერისთვის" თითოეულ პენს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

დიახ, კლოპმა მოიბოდიშა. ჩვენ 20 თუ 30 წუთი ვისაუბრეთ, ის ძალიან გულღია იყო. იურგენმა საკუთარი პოზიცია ამიხსნა და მისი მესმის", - განაცხადა რიკეტსმა.

"ლივერპულმა" ზრდასრული ადამიანებისთვის ბილეთების ფასი 15 ფუნტამდე დააგდო, ბავშვებისთვის კი - 1 ფუნტამდე. შეხვედრას არც ტელევიზიით გადასცემენ, რაც კიდევ ერთი დიდი დანაკარგია.

2016 წელს "შრუსბერიმ" 1 მილიონი ფუნტი "ოლდ ტრაფორდზე" სტუმრობის გამო მიიღო და ამ ფულით ახალი მოედანი ააშენა ძველ ბაზაზე.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენი კლუბების პრეზიდენტებიც ასე იქცევიან-შემოსავლებიდან მიღებული თანხიდან აშენებენ...კოტეჯებს თავისთვის)))
ბათუმის ფანი
19:10 04-02-2020
0
კლოპი: 1 მილიონი? ფეშქეში იყოს!!!
გუგა
17:45 04-02-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული