ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის გადათამაშების მატჩში (პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა) "ლივერპულმა" პირველი ლიგის (რანგით მესამე დივიზიონია) "შრუსბერი" 1:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
"ლივერპულმა" ძირითადი გუნდის ფეხბურთელები დაასვენა და ისტორიაში მოედანზე ყველაზე ახალგაზრდული სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა - საშუალო ასაკი 19 წელი და 102 დღე.
"წითლებს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა უკაპიტნა - 19 წლის და 5 დღის კერტის ჯონსმა.
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მატჩის წინ თქვა, რომ სტადიონზე არ მივიდოდა და თამაშს ტელევიზორში უყურებდა, გუნდს კი დუბლების მწვრთნელმა ნილ კრიტჩლიმ უხელმძღვანელა.
ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - შრუსბერი 1:0
გოლი: ვილიამსი (75, საკ. კარში)
იურგენ კლოპი: პრემიერლიგა პატივს არ გვცემს და "შრუსბერისთან" U23 ითამაშებს
"შრუსბერის" მწვრთნელი: "ლივერპულის" დამარცხება შეგვეძლო, მაგრამ "ენფილდზე" თამაში გვინდოდა...