კლოპმა გვარდიოლას რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2020 წლის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა და ეს ტიტული სეზონში მეხუთედ ერგო "ლივერპულის" დამრიგებელ იურგენ კლოპს.

გერმანელმა მწვრთნელმა გამოკითხვაში ხოსეპ გვარდიოლას ("მანჩესტერ სიტი"), რალფ ჰაზენჰუტლსა ("საუთჰემპტონი") და ნაიჯელ პირსონს ("უოტფორდი") აჯობა.

აღნიშნული ჯილდო კლოპისთვის სეზონში მე-5 იყო, რა მაჩვენებლითაც ხოსეპ გვარდიოლას 2017/18 წლებში დამყარებული რეკორდი დაამხო. მაშინ, "სიტისთვის" საჩემპიონო სეზონში კატალონიელი 4-ჯერ დასახელდა თვის საუკეთესო სპეციალისტად. მიმდინარე სეზონში იურგენ კლოპი მხოლოდ ერთხელ არ დაუსახელებიათ საუკეთესოდ, ეს ოქტომბერში იყო, როცა ფრენკ ლამპარდი ("ჩელსი") გამოარჩიეს.

"ლივერპული", რომელმაც
25 ტურში 24-ჯერ მოიგო და 73 ქულა დააგროვა, ინგლისის პრემიერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" 22 ქულით უსწრებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული