ალეკსანდრ ლაკაზეტი: არტეტას მოსვლის შემდეგ გუნდი უფრო ერთიანი გახდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი მიკელ არტეტას მოსვლის შემდეგ გუნდში არსებულ ატმოსფეროზე საუბრობს.

"ჩვენ გავხდით უფრო ერთიანები. ეს აისახება მინდორზეც და მის გარეთაც. ტაქტიკურადაც უკეთესები გავხდით და კარგ შედეგს უახლოეს პერიოდში ველოდებით."

შეგახსენებთ, არტეტა "არსენალის" მწვრთნელად 19 დეკემბერს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ლონდონელებმა 10 მატჩიდან 3 მოიგეს, 6 ფრე გააგორეს და ერთხელ წააგეს კიდეც.

რაც შეეხება ლაკაზეტს, მან 22 მატჩიდან 6-ჯერ გამოიჩინა თავი. 25 ტურის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში "არსენალი" 31 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში ისინი "ნიუკასლს" უმასპინძლებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული