Spotrac-ი აქვეყნებს ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების სიას. ყველაზე მეტს "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა გამოიმუშავებს. მისი წლიური შემოსავალი 23 მილიონი ევროა. მეორე ადგილს "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი იკავებს, რომელსაც 19.7 მილიონ ევროს უხდიან. მისი თანაგუნდელი რაჰიმ სტერლინგი კი 18.5 მილიონი ევროთი მესამე ადგილს დასჯერდა.
ტოპ-10 შემდეგნაირად გამოიყურება:
1. დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი) - 23 მილიონი ევრო
2. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) - 19.7 მილიონი ევრო
3. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) - 18.5 მილიონი ევრო
4. პოლ პოგბა
(მანჩესტერ იუნაიტედი) - 17.8 მილიონი ევრო
5. მესუთ იოზილი (არსენალი) - 16.5 მილიონი ევრო
6. ენტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 15.3 მილიონი ევრო
7. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 14.1 მილიონი ევრო
8. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) - 12.3 მილიონი ევრო
9. ჰარი კეინი (ტოტენჰემ ჰოთსპური) - 12.3 მილიონი ევრო
10. ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი) - 11.1 მილიონი ევრო