As-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო შეიძლება "რეალში" ან "ატლეტიკოში" გადაბარგდეს.
გამოცემის მტკიცებით, აგუერო შეწუხებულია თავისი გუნდის ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთით; ესმის, რომ მაღალ დონეზე საასპარეზოდ 2-3 სეზონი დარჩა და კლუბის გამოცვლას გეგმავს.
აგუეროს დაბრუნება "ატლეტიკოს" სურს, რომელიც მან 2011 წელს დატოვა. სერხიოს სამსახურით აგრეთვე "რეალია" დაინტერესებული.
"კუნს" "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
"კუნს" "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.