არტეტა "მანჩესტერ სიტის" შეზღუდვაზე - შოკში ვიყავი

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ აღიარა, რომ შოკში იყო, როცა გაიგო "მანჩესტერ სიტის" 2-წლიანი მოკვეთა ევროთასებიდან.

"ჩემი პირველი რეაქცია შოკი იყო. მე მიყვარს "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები და გვარდიოლა. მათ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ვიცი, რამდენად გულმოდგინედ მუშაობენ და ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში პოზიტიურ სიახლეს გაიგებენ", - მოჰყავს არტეტას სიტყვები Daily Mail-ს.

შეგახსენებთ, 2016 წლიდან 2019-ის ჩათვლით, არტეტა ხოსეპ გვარდიოლას დამხმარე იყო, 2019 წლიდან კი დამოუკიდებლად დაიწყო თავკაცობა და ლონდონის "არსენალი" ჩაიბარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული