"ჩელსის" ექსმეკარე: კოშტამ შარვალი გაიხადა და ჩალობას თავზე დააჯდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მეკარემ, მარჩინ ბულკამ გუნდის ვარჯიშის დროს დიეგო კოშტას უცნაური საქციელის შესახებ ისაუბრა.

"ერთ-ერთ ვარჯიშზე ჩალობა მინდორზე აღმოჩნდა და ტკივილს დიეგო კოშტას ვარდნის შემდეგაც გრძნობდა. კოშტამ ჩათვალა, რომ ის იტყუებოდა და ესპანურად უამრავი სიბინძურის ყვირილი დაუწყო.

გარკვეული დროის შემდეგ, როცა ნათანიელი ჯერ კიდევ არ ამდგარიყო, დიეგომ შორტები გაიხადა და ჩალობას სახეზე დააჯდა, მერე კი გაიქცა. ცხოვრებაში ასეთი რამ არასდროს მენახა.

კოშტა ისეთი ფეხბურთელი იყო, როგორიც "ჩელსის" სჭირდებოდა. მას შეეძლო დროგბას ნამდვილი შემცვლელი გამხდარიყო", - აღნიშნა ბულკამ.

20 წლის
პოლონელი მეკარე გასულ ზაფხულს სათამაშოდ პსჟ-ში გადავიდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული