"ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავდამსხმელი ჰარი კეინი დამდეგ ზაფხულს გუნდიდან წასვლის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.
კეინი დარწმუნებული არ არის, რომ ამჟამინდელი "ტოტენჰემი" სერიოზულ ტიტულებზე წარმატებულ ბრძოლას შეძლებს. სიტუაციას, ასევე, ის ართულებს, რომ მომავალ ჩემპიონთა ლიგაზე, შესაძლოა,"ტოტენჰემი" ვერ გავიდეს, რაც სატრანსფერო ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
"დეზების" ხელმძღვანელობა მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ფეხბურთელი შეინარჩუნონ, თუმცა, თუ კეინი მაინც წასვლას გადაწყვეტს, მისი ფასი 170 მილიონი ევრო იქნება.