"ლივერპულმა" ბოლო ორი მატჩი წააგო და ეს ლამის სენსაციად მიიჩნიეს, მაგრამ ინგლისის თასები მის მწვრთნელ იურგენ კლოპს მეორეხარისხოვან ტურნირებად მიაჩნია, პრემიერლიგა კი პრაქტიკულად მოგებული აქვთ და თავს "მოდუნების საშუალება" მისცეს. თუმცა ამას, რა თქმა უნდა, არ აღიარებენ. აი, რა თქვა ამის შესახებ "წითლების" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა:
"ყველა ტურნირის მოგება გვინდა. ეს "ჩელსისთან" დაყენებული შემადგენლობითაც დავამტკიცეთ. კიდევ იმით, რომ ვუტევდით.
მატჩის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. არ მიყვარს წაგება. "უოტფორდმა" დამსახურებულად გაიმარჯვა. ეს ჩვენთვის მძიმე დღე იყო. "ჩელსისთან" რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ და
ყველამ გასაოცრად ვითამაშეთ.
პირველი გოლი შეცდომის შედეგად გავუშვით, რომელიც არ უნდა დაგვეშვა. ანგარიშის გასათანაბრებლად 4 შესაძლებლობა გვქონდა.
ეს ყველაფერი განვიხილეთ. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა წაგებები ადვილად გადავიტანეთ, ვისაუბრეთ და ვაღიარეთ, რომ უკეთ ასპარეზობა გვმართებს, - ციტირებს ვან დეიკს Liverpool Echo.