ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩი "მანჩესტერ სიტისა" და ლონდონის "არსენალს" შორის კორონავირუსის გამო გადაიდო.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ბერძნული "ოლიმპიაკოსის" მფლობელის, ევანგელოს მარინაკისის გამო, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა. 27 თებერვალს ევროპა ლიგის ფარგლებში ლონდონის "არსენალმა" "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლა, ხოლო მარინაკისმა "მეთოფეების" ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელებთან მატჩის შემდეგ კონტაქტი დაამყარა.
"ბატონი მარინაკისი შეხვდა "არსენალის" ზოგიერთ ფეხბურთელს და კლუბის ადმინისტრაციის წევრებს. აქედან გამომდინარე, პრემიერლიგამ მიიღო გადაწყვეტილება, 11 მარტს გასამართი მატჩი უფრო გვიან ვადაზე გადაეტანა. ტურის სხვა მატჩები არ გადაიდება." - ნათქვამია პრემიერლიგის პრესსამსახურის განცხადებაში.