ვილიანი "ჩელსის" ტოვებს - მსურველი რამდენიმე გრანდია

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი ვილიანი, რომელთანაც კლუბი შეთანხმებას ჯერ ისევ ვერ ახერხებს, დიდი ალბათობით, ზაფხულში ლონდონელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, 31 წლის შემტევის საკუთარ რიგებში ხილვით ორი ლონდონური კლუბია დაინტერესებული - "არსენალი" და "ტოტენჰემი". ასევე, ბრაზილიელთან კონტრაქტის გაფორმების ვარიანტს მიუნხენის "ბაიერნიც" განიხილავს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 37 შეხვედრაში ვილიანმა 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ჩელსის" რიგებში ბრაზილიელი 2013 წლიდან თამაშობს, იქამდე კი მახაჭყალის "ანჟიში" გამოდიოდა.

altვილიანი: რონალდინიო მესისა და რონალდოზე უკეთესი იყო

altეტო’ო, ვილიანი, რევიშვილი... ქართველი

მეკარე რუსული კლუბის საუკეთესო ლეგიონერებში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული