კლუბების უმეტესობა "ლივერპულის" ჩემპიონად გამოცხადების მომხრეა

AutoSharing Option
პრემიერლიგა რომც არ დასრულდეს, "ლივერპული" შეიძლება ჩემპიონად გამოაცხადონ, - იტყობინება "ტელეგრაფი".

გუშინ პრემიერლიგის 4 აპრილამდე შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს და არაა გამორიცხული, აღარ განახლდეს, ხოლო რეგლამენტში არაა რაიმე წესი, რომლის მიხედვით ტურნირის ნაადრევად დასრულების შემთხვევაში, ჩემპიონი როგორ უნდა გამოვლინდეს.

პრემიერლიგის კლუბების უმეტესობა არაა "ლივერპულის" ჩემპიონად გამოცხადების წინააღმდეგი, რომლისთვისაც ეს ტიტული ბოლო 30 წელიწადში პირველი იქნება.

იურგენ კლოპის გუნდი 25 ტურის შემდეგ ლიდერია, მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 25 ქულით უსწრებს და ტურნირის მოსაგებად 2 მატჩის მოგება ჰყოფნის.

აგრეთვე პრემიერლიგა მომავალი სეზონიდან 22-გუნდიანი ჩემპიონატის
ჩატარების ვარიანტს განიხილავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
შესაძლოა მეორე -მესამე ადგილები არ გათამაშდეს,მაგრამ ლივერპულს წაართვა ასეთი უპირატესობა,უდიდესი უსამართლობა იქნება.
სოსო
16:08 14-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული