ვან დეიკი: განადგურებული ვიქნები, თუ "ლივერპული" ჩემპიონი ცარიელ სტადიონზე გახდება

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა კორონავირუსის გამო პრემიერლიგის შეჩერებაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"მაყურებლების გარეშე ფეხბურთის თამაში არავის უნდა. განადგურებული ვიქნები, თუ "ლივერპული" ჩემპიონი ცარიელ სტადიონზე გახდება.

ცხადია, "ენფილდზე" გულშემატკივართა არყოფნა დარტყმა იქნება. სანამ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა უნდა გავაკეთოთ შემდგომ, ამას უნდა გავუმკლავდეთ.

თუმცა, როდესაც პრემიერლიგა განახლდება, ჩვენი ქომაგებისთვის ჩემპიონები გავხდებით", - განუცხადა ვან დეიკმა BBC-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული