"ლიონის" პრეზიდენტი გაგიჟდა: მისი აზრით, პრემიერლიგის გამარჯვებულად "სიტი" უნდა დაასახელონ

AutoSharing Option
"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლასი პრემიერლიგის ჩემპიონის დასახელების სრულიად არაორდინარულ ალტერნატივას გვთავაზობს. შეგახსენებთ, ევროპის ყველა ტოპ-ლიგა შეჩერებულია კორონავირუსის პანდემიის გამო. 

"ექსპერტების აზრზე დაყრდნობით, კიდევ ერთი გამოსავალია: მისცენ ტიტული იმ გუნდს, რომელიც ყველაზე წარმატებული იყო უკანასკნელი 3 ან 5 წლის განმავლობაში. თუმცა საუკეთესო გადაწყვეტილება მაინც ის იქნებოდა, რომ ბოლომდე ითამაშონ, მაგრამ ეს ძალიან რთულია." - ციტირებს ოლასს Daliy Star-ი. 

თუ გავითვალისწინებთ ოლასის იდეას, პრემიერლიგაში ჩემპიონი გახდება არა "ლივერპული", რომელიც "მანჩესტერ სიტის" 25 ქულით უსწრებს, არამედ თვითონ "სიტი". 5 სეზონის მონაცემებით (თუ არ
ჩავთვლით წლევანდელს), "სიტი" საშუალოდ 2.2 ადგილზე გადის, ხოლო "ლივერპული" - 4.8-ზე. 

თუმცა "ლივერპულის" ფანებს შეუძლიათ ამ თეორიაზე არ იდარდონ. პრაქტიკაში მისი გამოყენება არ ხდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოლასი? აქ სტატიებს დიმა ობოლაძე გითარგმნით? ჟან-მიშელ ოლა. ასე ქვია მაგ ჭკვიან კაცს. ეს ისე, ცნობისთვის. აქაურ “ჟურნალისტებს” დიდად არ გჭირდებათ სწორი გვარ-სახელები, მაგრამ მაინც
დინამოელი
13:52 17-03-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული