"არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი: მათემატიკურად, "ლივერპულს" პრემიერლიგა ჯერ არ მოუგია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ მერსონმა ინგლისის პრემიერლიგის ვადაზე ადრე დასრულებაზე მცირე კომენტარი გააკეთა.

"თუ "მანჩესტერ სიტი" იქნებოდა 25 ქულით წინ, ეს არ იქნებოდა ნერვიულობისა და კითხვების საბაბი, რადგან მათ უკვე მოიგეს ჩემპიონატი. იმ შემთხვევაშიც, თუ "ლივერპულს" ახლა გადასცემენ ტიტულს, მათემატიკურად, ჩემპიონატი ხომ არ არის დასრულებული? ვიცი, რომ იდეაში, მათ მოიგეს. ეს ყველამ იცის. საწყენია, თუმცა ტიტულის ასე გადაცემა სამართლიანი არ უნდა იყოს", - ციტირებს მერსონს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, "ლივერპული" ამჟამად ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ
ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან "მაჩესტერ სიტის" 25 ქულით უსწრებს. ბოლოს "მერსისაიდელები" ჩემპიონები 1989/90 წლების სეზონში გახდნენ. 

ხვალ, 19 მარტს, ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობა საგანგებო თათბირს ჩაატარებს, სადაც დამტკიცდება სეზონის დასრულების გეგმაც. 

altვეინალდუმი: "ლივერპულის" ფეხბურთელები კლოპს ეთაყვანებიან

altალან შირერი: "ლივერპული" ღირსეული ჩემპიონი ვერ გახდება

მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვა გაზეთშიც იდო ეს სტატია და იქ სხვაგვარად იყო გადმოთარგმნილი,ანუ მათემატიკურად ჯერ ვარ მოუგიათ,მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება თუ მათ არ გადაეცემათო!
alex
16:48 18-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული