მცველი ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი "ლივერპულის" თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
21 წლის მცველი გულშემატკივრებმა თებერვალში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და პრიზიც გადასცეს.
თებერვალში მან 6 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი ამ სეზონში პრემიერლიგის 29 მატჩში 2 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.