"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა თავისი მოსაზრება იმაზე გამოთქვა, რომ შეიძლება ჩემპიონატი არ განახლდეს და იურგენ კლოპის გუნდს ოქროს მედლები გადასცენ.
"არ მაღელვებს, სეზონი როდის განახლდება. უბრალოდ, ვგრძნობ, რამდენმა ადამიანმა რამდენი ჩადო ამ სეზონში... არ ვიცი, როგორ შეიძლება მისი დასრულება.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ "ლივერპული" გააგრძელებს და ჩემპიონი გახდება. მხოლოდ 1-2 მატჩის მოგება სჭირდება.
თუ სეზონი არ გაგრძელდა, ეს არასწორი იქნება. როგორც ყველა ამბობს, "ლივერპულს" ტიტულს მიანიჭებენ. თუმცა ამის შემდეგ ყოველთვის იქნება შეგრძნება, რომ ამაში რაღაც ისე
არ იყო.
როდესაც არ უნდა დაინიშნოს პრემიერლიგის განახლება, სეზონი უნდა დასრულდეს. შემდეგ კი მომავალი სეზონისთვის რაღაცის მოფიქრებაა აუცილებელი", - თქვა კარაგერმა Sky Sports-ის ეთერში.