"მანჩესტერის" ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა პრემიერლიგის ვადამდე შესაძლო დასრულებაზე ისაუბრა.
"მე ვთვლი, რომ სეზონი უნდა ანულირდეს. ვიცი, "ლივერპულის" ფანები იტყვიან, ასე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ "მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი ვარ. საქმე ამაში არ არის, უბრალოდ, არ ვიცი, სეზონი ისე როგორ უნდა განახლდეს, რომ ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს.
თუ მატჩები ჩაკეტილ კარს მიღმა ჩატარდება, ფეხბურთელების დაინფიცირების საშიშროება იქნება. განა ისინი ადამიანები არ არიან? ასე რომ, სეზონის გაგრძელება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.
აქ ადამიანების სიცოცხლეზეა ლაპარაკი. აქ ფეხბურთი მეორე პლანზეა. დაიწყეთ სეზონი
სუფთა ფურცლიდან", - წერს ფერდინანდი "ინსტაგრამზე".
თუ მატჩები ჩაკეტილ კარს მიღმა ჩატარდება, ფეხბურთელების დაინფიცირების საშიშროება იქნება. განა ისინი ადამიანები არ არიან? ასე რომ, სეზონის გაგრძელება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.
აქ ადამიანების სიცოცხლეზეა ლაპარაკი. აქ ფეხბურთი მეორე პლანზეა. დაიწყეთ სეზონი
რამდენი გამოსავალი შეიძლება მოიფიქრო კაცმა და ეს მაინცდამაინც სეზონის გაუქმებას მიადგა და არაო, სუბიექტური არ ვარო :)