ვან დეიკი: ჩემი ყველაზე რთული ოპონენტი მესია

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა "ტვიტერზე" გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა.

- დაასახელე "ლივერპულის" ერთი მცველი, რომელზეც სწორებას აკეთებდი...
- სამი ჰიუპია.

- პრემიერლიგის თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგაც ყველაზე რთულია თამაში?
- სერხიო აგუერო.

- შენი ყველაზე რთული ოპონენტი ვინ იყო?
- ასეთი ბევრია, მაგრამ უფრო, ალბათ, მესი.

- როგორი გრძნობა დაგეუფლა, როდესაც უეფამ წლის საუკეთესო მცველად გაღიარა?
- ამით ძალიან ამაყი ვარ. ამ მომენტს არასოდეს დავივიწყებ.

- რომელი უფრო სწრაფად გარბიხართ 100-მეტრიან დისტანციაზე - შენ, რობერტსონი, ტრენტი თუ გომესი?
- მე და გომესი.

- გუნდში
ყველაზე უკეთ ვინ ცეკვავს?
- არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ყველაზე უარესი მოცეკვავე ენდრიუ რობერტსონია.

- ფეხბურთში შენი ყველაზე დიდი მიღწევა რომელია?
- რამდენიმეა. პროფესიულ დონეზე დებიუტი, დებიუტი ნაკრებსა და ჩემპიონთა ლიგაზე.

altვან დეიკი: განადგურებული ვიქნები, თუ "ლივერპული" ჩემპიონი ცარიელ სტადიონზე გახდება

alt"რეალი" ვან დეიკისთვის 180 მილიონს ჩამოდის

altგულშემატკივრებმა ვან დეიკი ინგლისში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

altრონალდოს დამ ვან დეიკს უპასუხა - საყვარელო ვირჯილ, კრიშიტანომ ყველაზე ცუდ სეზონში იმაზე მეტი ტიტული მოიგო, ვიდრე შენ კარიერაში...

altვირგილ ვან დეიკი: ჯილდოსთან ახლოს ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ადამიანი გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია

altვან დეიკი ცერემონიაზე რონალდოს არყოფნაზე: ის ჩვენი კონკურენტი იყო?

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კუნთმაგარი ვოჟდი იმენა უსაპნოდ ეტენება მესის...

მაგრად მევასებოდა მაგრამ ძაან მზე ინტელექტი ქონია..
ares
18:13 02-04-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული