ელტონ ჯონმა "ლიდსის" ფორვარდის "იუნაიტედში" ტრანსფერი ლამის ჩაშალა

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრებისა და "ლიდს იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა მარკ ვიდუკამ "მილანსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" არგანხორციელებულ ტრანსფერებზე ისაუბრა და ელტონ ჯონის ისტორია გაიხსენა, რომელმაც ლამის ნაადრევად დაასრულა მოლაპარაკებები.

"2001 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ "მილანი" ჩემ სანაცვლოდ 47 მილიონ დოლარს იხდიდა, თუმცა "ლიდსმა" არ გამიშვა.

იმავე პერიოდში კი სერ ალექს ფერგიუსონიც იყო ჩემით დაინტერესებული. მანჩესტერში ჩავედით, შეხვედრა მეორე დღეს უნდა შემდგარიყო. ჩემი აგენტი კი ელტონ ჯონთან დაახლოებული იყო და კონცერტზე დასწრება შემოგვთავაზა. მას კულისების საშვები ჰქონდა და ელტონის ნახვის შანსს ხელიდან
ვერ გავუშვებდი.

ოთახში შესვლის შემდეგ ელტონი მომიტრიალდა და მეუბნება: "მარკ ვიდუკა, შენ მელბურნიდან ხარ. ვგიჟდები მაგ ადგილზე!"

ნერვიულობისა და ზედმეტი ემოციის გამო მასთან საუბრისას "მანჩესტერის" საკითხზეც ვილაპარაკე. ელტონმა კულისებში დაგვტოვა და კონცერტს იქიდან ვუყურებდით. 3 სიმღერის შემდეგ ამბობს: "მომდევნო შესრულება ჩემს მეგობარ მარკს მინდა მივუძღვნა, რომელიც მანჩესტერში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ჩამოვიდა!"

ღმერთო ჩემო, ვფიქრობდი, მეტჯერ აღარ ეთქვა ამ თემაზე არაფერი. საბედნიეროდ, ეგრეც მოხდა, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედში" მაინც არ გადავედი. იმ დროს ლიდსში ცხოვრება ძალიან მომწონდა", - თქვა ვიდუკამ.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთ სტატიებს რატო წერთ? არასწორებია ყველა ვინც მასეთ ხალხს აქებს
irakli
15:10 06-04-2020
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული