"ლივერპულის" ნახევარმცველმა სადიო მანემ კორონავირუსის გამო მიმდინარე სეზონის შედეგების შესაძლო ანულირებაზე გააკეთა კომენტარი.
"მინდა მატჩებში გავიმარჯვო და ჩემპიონი გავხდე, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში რაც უნდა მოხდეს, გაგებით მოვეკიდები.
ეს "ლივერპულისთვის" მტკივნეული იქნება, თუმცა მილიონობით ადამიანი ჩვენზე უარეს მდგომარეობაშია. ზოგმა ოჯახის წევრი დაკარგა და ეს გაცილებით მტკივნეულია.
ჩემპიონობა ჩემი ოცნებაა. მინდა წელს გავხდე ჩემპიონი, თუ არადა, რას ვიზამ, ეს ხომ ცხოვრების ნაწილია. იმედია, მომავალ სეზონში გავიმარჯვებთ", - განუცხადა მანემ talkSPORT-ს.
შეგახსენებთ, "ლივერპული" პრემიერლიგის ლიდერია და უახლოეს მდევარ "მანჩესტერ სიტის" 25 ქულით უსწრებს.