მანე: მტკივნეული იქნება, თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა სადიო მანემ კორონავირუსის გამო მიმდინარე სეზონის შედეგების შესაძლო ანულირებაზე გააკეთა კომენტარი.

"მინდა მატჩებში გავიმარჯვო და ჩემპიონი გავხდე, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში რაც უნდა მოხდეს, გაგებით მოვეკიდები.

ეს "ლივერპულისთვის" მტკივნეული იქნება, თუმცა მილიონობით ადამიანი ჩვენზე უარეს მდგომარეობაშია. ზოგმა ოჯახის წევრი დაკარგა და ეს გაცილებით მტკივნეულია.

ჩემპიონობა ჩემი ოცნებაა. მინდა წელს გავხდე ჩემპიონი, თუ არადა, რას ვიზამ, ეს ხომ ცხოვრების ნაწილია. იმედია, მომავალ სეზონში გავიმარჯვებთ", - განუცხადა მანემ talkSPORT-ს.

შეგახსენებთ, "ლივერპული" პრემიერლიგის ლიდერია და უახლოეს მდევარ "მანჩესტერ სიტის" 25 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Patara sxvaoba rom iyos kidev mesmis da amxela upiratesoba chemi azrit arinda anulirdes, es xalxi cels iyo formashi da iqneba ki sachempiono gunda samomavlod. Rato unda daichagron
Milani
09:22 09-04-2020
0
,,ლივერპულს,, წელს უნდა მისცენ ჩემპიონობა. ჩემი სიძულვილის მიუხედავად, ეკუთვნის. (მძულს სუპერთასის გამო და თითქმის 40 წელი გავიდა, ვერ ვპატიობ).
100%
09:52 09-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული