იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ "მანჩესტერის" ყოფილ მენეჯერ ალექს ფერგიუსონზე ისაუბრა.
"ინგლისში ცნობილი გახდა ე.წ. ფერგი-ტაიმი, როდესაც ფერგიუსონი მსაჯს მატჩის დასასრულს საათით მკაცრად მიანიშნებდა. მაშინ "მანჩესტერი" ხშირად იტანდა გოლებს.
იცით, როგორ მუშაობდა ფერგი-ტაიმი? თუ "მანჩესტერი" სახლში აგებდა, ხუთ წუთს უმატებდნენ, თუ იგებდა - მაქსიმუმ ორს.
"სიტის" სათავეში ყოფნისას მანჩესტერის ფეხბურთის ისტორია შევცვალეთ. დერბიში 6:1 დავამარცხეთ. ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა და არც მოხდება. იმ დღეს ბევრი წუთის დამატება შეიძლებოდა...
"სიტის" სათავეში ყოფნისას მანჩესტერის ფეხბურთის ისტორია შევცვალეთ. დერბიში 6:1 დავამარცხეთ. ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა და არც მოხდება. იმ დღეს ბევრი წუთის დამატება შეიძლებოდა...
ამას კი ვამბობ, მაგრამ ვაღიარებ, ფერგიუსონი დიდი მწვრთნელი იყო", - ციტირებს
მანჩინის Il Sole 24 Ore.