"ლივერპულის" 65 წლის ფანი დეივ როლანდი, რომელიც 1989 წლის "ჰილსბოროს" სტადიონის ტრაგედიას გადაურჩა, ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.
მაშინ როლანდმა მოახერხა საფრთხისგან გაცლა, თუმცა კლუბის 17 წლის გულშემატკივარ ჰენრი როჯერსის გადარჩენა ვერ შეძლო.
ამ ტრაგედიის შემდეგ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო გადაიღეს: როლანდი ტრიბუნების ნაწილებთან ზის და ტირის, ყელზე კი "ლივერპულის" კაშნე აქვს შემოხვეული.
"ჰილსბოროს ტრაგედია" 1989 წელს მოხდა, 15 აპრილს, შეფილდში, "ჰილსბოროს" სტადიონზე, სადაც ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩი იმართებოდა "ნოტინგემ ფორესტსა" და "ლივერპულს" შორის. აღნიშნულ დღეს "ლივერპულის"
96 ფანი დაიღუპა.
მომზადებულია Liverpool Echo-ს მიხედვით
უტკინზე წერას(ვისაც ეხება) ეს არ სჯობს?...