"ბარსელონას" "ბაიერნში" განათხოვრებული ნახევარმცველის, კოუტინიოს გაყიდვა უნდა და მიზანთან ახლოსაა, - ამ ინფორმაციას "დეილი მეილი" ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ბრაზილიელი ზაფხულში "გაარისტოკრატდება". "ჩელსის" მწვრთნელ ფრენკ ლამპარდს მიაჩნია, რომ მას გუნდის თვისობრივად სხვა სიმაღლეზე გაყვანა შეუძლია, რამეთუ პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს.
თუმცა "ლივერპულის" დატოვების შემდეგ კოუტინიომ ვერც "ბარსელონაში" და ვერც "ბაიერნში" თავი განსაკუთრებულად ვერაფრით წარმოაჩინა.
ამ სეზონში "ბაიერნში" 32 მატჩში კოუტინიომ 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.