ტერი: ჟოზე "ლივერპულსაც" არ ამბობდა, გვეუბნებოდა "მათთან" როგორ უნდა წააგოთ?!

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა კაპიტანმა ჯონ ტერიმ, რომელიც ამჟამად "ასტონ ვილას" მწვრთნელია, "არისტოკრატების" ექსდამრიგებელი ჟოზე მოურინიოს "ლივერპულელ" კოლეგა რაფაელ ბენიტესთან დაპირისპირება გაიხსენა.

"ორივე მწვრთნელი ამ შეხვედრებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. მახსოვს როგორ ესაუბრებოდა მოურინიო გუნდს "ლივერპულთან" მატჩის წინ, იმ წელს ჩვენ ჩემპიონები გავხდით. 20-30 ქულით წინ ვიყავით იმ დროისთვის და მან თქვა: "ამ შეხვედრის წაგება არ შეგვიძლია.

მას სახელი "ლივერპულის" ხსენებაც კი არ შეეძლო. სულ ამბობდა: "იმათთან როგორ უნდა წააგოთ, მათზე ხომ გაცილებით უკეთესები ხართ." დღემდე მახსოვს მისი ეს სიტყვები. თუმცა, ამის
მიუხედავად, ჩემთვის "ენფილდზე" არსებული ატმოსფერო საუკეთესო იყო,"- აღნიშნავს ტერი.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
"იმათთან"
:)))
22:19 24-04-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული