კორონავირუსის გამო "ლივერპულმა" "ენფილდის" რეკონსტრუქცია გადადო

AutoSharing Option
"ლივერპულმა" კლუბის ოფიციალურ საინტზე "ენფილდზე" სარეკონსტრუქციო სამუშაოების ვადების ცვლილებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

მერსისაიდულმა კლუბმა სტადიონზე სამუშაოების დაწყება მინიმუმ ერთი წლით გადადო, მისი დასრულების ყველაზე ადრეული თარიღი კი 2023 წლის ზაფხულია. პროექტის ღირებულება 60 მილიონი ფუნტია.

"ლივერპული" "ენფილდის" ტევადობას 54 ათასიდან 61 ათასამდე გაზრდის.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არენის რეკონსტრუქცია კორონავირუსის გამო გადაიდო. ინგლისში კორონავირუსის 153 365 შემთხვევა დაფიქსირდა. 20 767 ადამიანი გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული