ფერნანდინიომ გვარდიოლას შიდა სამზარეულოში ჩაგვახედა - მან უმცირესი დეტალიც იცის...

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფერნანდინიომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა და გამოყო ის დეტალები, რაც ესპანელს სხვა მწვრთნელებისაგან გამოარჩევს.

"ყოველთვის ვამბობ, განსხვავება გვარდიოლასა და იმ მწვრთნელებს შორის, რომლებიც კარიერის მანძილზე მყავდა, გახლავთ ის, რომ პეპი უმცირეს დეტალებსაც უდიდეს ყურადღებას აქცევს.

ის გაძლევს ყველა საჭირო ინფორმაციას მოწინააღმდეგისა და შენ შესახებ, უდიდეს დროს ატარებს თავისუფალი სივრცეების საპოვნელად. ასევე, პეპი თითოეული ოპონენტის წინააღმდეგ თამაშისას სივრცეებს სხვადასხვანაირად კეტავს ხოლმე, რათა სწორედ იმ მეტოქეს შეუქმნას სირთულეები.

ეს მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთელებისა და
მწვრთნელების თვალით დანახული ფეხბურთი იმისაგან განსხვავდება, რასაც სტადიონზე მოსული გულშემატკივარი ხედავს. ეს დეტალები გეხმარება პროგრესში, უკეთესად თამაშსა და გუნდის დახმარებაში.

ახლა მე ჩემ წინ მყოფი ფეხბურთელების გამხნევება მევალება, რათა მათ აგრესიულ სტილში თამაში არ შეწყვიტონ. ეს კიდევ ერთი მხარეა, რის გაუმჯობესებაშიც გვარდიოლა დამეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშის პრინციპი არ შეცვლილა. ჩვენ ისევ ბურთით ვთამაშობთ და დაკარგვის შემდეგ მის მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნებას ვცდილობთ", - განაცხადა ფერნანდინიომ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ მე რამდენჯერ გითხარი,ნუ ტლიკინებ მაგდენს-მეთქი! მოხვალ შენ ვარჯიშზე!
პეპი
10:55 30-04-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული