ლონდონის "ჩელსის" 19 წლის თავდამსხმელი კალუმ ჰადსონ-ოდოი 17 მაისს გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
პოლიციის წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასწრაფო და პოლიცია აღმოსავლეთ ლონდონში, ფეხბურთელის სახლში დილის 3:35-ზე მივიდნენ, როცა მათ გოგონას ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ დაურეკეს. მოდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ფეხბურთელი ადგილზევე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. დღისით ფეხბურთელის ბინაში სამძებრო სამუშაოები გაიმართა.
"სასწრაფო დახმრების თანამშრომლებთან საუბარში გოგონამ განაცხადა, რომ ის გააუპატიურეს. ის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო გაუპატიურებაში ბრალდებული ოდოი დააპატიმრეს და პოლიციამ წაიყვანა", - განაცხადა ლონდონის პოლიციის განყოფილების პრესსამსახურმა.
ლონდონის
"ჩელსის" ჯერჯერობით არავითარი განცხადება არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, ისინი ჯერ ფეხბურთელისგან მოისმენენ ახსნა-განმარტებას, თუმცა საქმე საკმაოდ რთულადაა, რამდენადაც ოდოიმ დაარღვია იზოლაციის პირობები.
მიმდინარე სეზონში კალუმმა 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.