დასახელდა პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერი

AutoSharing Option
პორტალი FourFourTwo, რომელიც ხშირად საინტერესო რეიტინგების შედგენაზე მუშაობს, ამჯერად ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ტრანსფერებს ასახელებს.

პორტალმა საფრანგეთის ყოფილი თავდამსხმელის, ერიკ კანტონას "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერად დაასახელა.

კანტონა "წითელ ეშმაკებს" 1992 წელს 1.32 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლიდსიდან" შეუერთდა. მეორე ადგილზე სოლ კემპბელი დასახელდა, რომელიც "ტოტენჰემ ჰოთსპურს" ლონდონის "არსენალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მესამე ადგილი კი ნ'გოლო კანტეს შეხვდა, რომელიც "ლესტერში" 6.26 მილიონ ევროდ "კანიდან" გადავიდა.

კანტონა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში 5 წელი ირიცხებოდა. 1992-97 წლების განმავლობაში ის გუნდთან ერთად
4-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონატის გამარჯვებული, ხოლო ორჯერ - ინგლისის თასის. 179 მატჩში 81 გოლი გაიტანა და 61 საგოლე გადაცემა გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
კემპბელის ტრანსფერი პირიქით!
ალექს
11:34 26-05-2020
0

სიახლეები პოპულარული