ლონდონის "არსენალის" ესპანელი ფეხბურთელი დანი სებალიოსი კორონავირუსის ტესტირებაზე, გუნდში არსებულ სიტუაციასა და პრემიერლიგის განახლებაზე საუბრობს.
"ტესტირება 48 საათის წინ გავიარეთ. მთლიანმა გუნდმა უარყოფითი შედეგი დააფიქსირა. ჩვენ სეზონს 20 ივნისს განვაახლებთ, ანუ ლა ლიგის განახლებიდან 1 კვირაში", - განაცხადა სებალიოსმა ესპანურ ტელეარხ TVE-სთან.
გასული წლის ივლისიდან სებალიოსი იჯარის წესით "არსენალში" თამაშობს, მისი უფლებები კი მადრიდის "რეალს" ეკუთვნის. მიმდინარე სეზონში ესპანელმა პრემიერლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.