"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯონ ბარნსმა მერსისაიდული გუნდიდან თავდამსხმელების - სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის შესაძლო წასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"ფეხბურთელებს ყველა კლუბი ყიდის. ასეთია თანამედროვე ფეხბურთის რეალობა. მაგალითად, "ბარსელონა" იძულებული იყო ნეიმარს დამშვიდობებოდა. ახლა ფეხბურთელებს უფრო ხელფასი ხიბლავს. ნებისმიერი, თვით მანე და სალაჰიც წავლენ, თუ კვირაში 1 მილიონ ფუნტს (1.1 მილიონი ევრო) შესთავაზებენ. გუნდსა და მის სტატუსს მნიშვნელობა არა აქვს.
"ლივერპული" იმდენმა ფანტასტიკურმა მოთამაშემ დატოვა - ფერნანდო ტორესი, ლუის სუარესი, ფილიპე კოუტინიო. კარგია "ლივერპული" ასეთი ძლიერი რომაა, მაგრამ ფეხბურთელები მოდიან და
მიდიან. ყოველთვის ვეუბნები გულშემატკივრებს, რომ გუნდს უნდა უქომაგონ და არა ცალკეულ ფეხბურთელებს", - განუცხადა ბარნსმა WION-ს.
"ლივერპული" იმდენმა ფანტასტიკურმა მოთამაშემ დატოვა - ფერნანდო ტორესი, ლუის სუარესი, ფილიპე კოუტინიო. კარგია "ლივერპული" ასეთი ძლიერი რომაა, მაგრამ ფეხბურთელები მოდიან და