"მარკას" ცნობით, "ტოტენჰემი" ნახევარმცველ კოუტინიოს ტრანსფერის განხორციელებას არ აპირებს.
გამოცემის მტკიცებით, "ტოტენჰემს" ბრაზილიელის იჯარის ფული არა აქვს და ვერც სეზონურ 15-მილიონევროიან გასამრჯელოს ვერ გადაუხდის.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოუტინიოს სამსახურით პრემიერლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
კოუტინიო ამჟამად "ბარსელონადან" "ბაიერნშია განათხოვრებული, რომელსაც მისი დატოვება არ უნდა.