რიად მარეზის სახლი გაქურდეს - ფეხბურთელმა 500+ათასი ფუნტი იზარალა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ რიად მარეზის სახლი ქალაქის ცენტრში მაშინ გაქურდეს, როდესაც ის ვარჯიშზე იყო წასული, - იტყობინება "სანი".

ფეხბურთელმა 500 ათას ფუნტზე მეტი იზარალა.

ქურდებმა ძვირფასი საათები წაიღეს: Richard Mille (230 ათასი ფუნტი), Rolex Daytona (40 ათასი ფუნტი) და Rolex Day Date (35 ათასი ფუნტი).

დამნაშავეებმა სახლიდან აგრეთვე სამაჯურები, 50 ათასი ფუნტი და მაისურების კოლექცია მოიპარეს, რომელთა საერთო ფასი 150 ათასი ფუნტია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული